ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა.
დაჭრილი მრავლობითი დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.