ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები საარჩევნო უბნების შესასვლელებთან, ღობეებზეა გაკრული. გარდა ამისა, საარჩევნო უბნებთან სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მაისურებში გამოწყობილი კოორდინატორები იმყოფებიან.
იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მურთაზ ზოდელავა მივიდა და სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო პლაკატები ჩამოხია.
ერთ-ერთ უბანზე პოსტერების ჩამოხევის დროს, მას გარკვეული სიტყვიერი შელაპარაკებაც მოუვიდა ზუგდიდის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატთან „ქართული ოცნებიდან.“
როგორც მურთაზ ზოდელავა აცხადებს, მომხდარო კანონდარღვევა და გაასაჩივრებს.
67 -ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განცხადებით, ისინი მხოლოდ კენჭისყრის ოთახს აკრონტროლებენ, სადაც აგიტაცია და პროპაგანდა აკრძალულია, თუმცა, საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრის კონტროლი მათ უფლებამოვალეობაში არ შედის.