მომღერალი ზურა დოიჯაშვილი, რომელიც ისრაელში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, უმძიმეს მდგომარეობაშია, _ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერალი მამუკა ონაშვილი ავრცელებს.
,,დავდგეთ ერთად ჩვენი ზურასთვის. ის ძალიან მძიმედ არის. ჩამოვიყვანოთ საქართველოში. ეს მისი თხოვნა და სურვილია. ჩამოყვანა უნდა მოხდეს სარეანიმაციო თვითმფრინავით, რომელიც 66 000 ლარი ჯდება.
18 დეკემბერს ტელემარათონი გაიმართება ,,პირველ არხზე”, 09:15-დან 10:00-მდე. დიდი მადლობა დათო ოქიტაშვილს და საზოგადოებრივ მაუწყებელს”, _ წერს მამუკა ონაშვილი.