სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. „კიდევ ერთხელ გავიხსენეთ საქართველოს პირველი პრეზიდენტი და მისი დამსახურება ქვეყნის წინაშე. ზვიად გამსახურდიას დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა. მან თავის კოლეგებთან ერთად საკმაოდ რთული გზა გაიარა და მისი როლი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესია. ჩვენი, თითოეული ადამიანის ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ მის ხსოვნას და უდიდედსი პატივისცემით მოვიხსენიოთ”,- აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.
ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გამართულ ღონისძიებას რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები და თანამოაზრეთა პოლიტიკური გაერთიანების, ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოში 1976 წელს შექმნილი „საქართველოს ჰელსინკის კავშირის” წევრები ესწრებოდნენ. (R)