გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მერის მოადგილესთან ოსიკო თოთიბაძესთან ერთად დაათვალიერა. მიმდინარეობს საჯავახო – ჩოხატაური – ოზურგეთი – ქობულეთის საავტომობილო გზის 49-54კმ. მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები _ მოსაცდელის, წყალგამტარი მილების და სანიაღვრე არხების მოწყობა.
პროექტის ღირებულება ღირებულება 4 888, 888 ლარს შეადგენს და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოებს კომპანია“New Road”- ახორციელებს. (R)