გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია,_ ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინსტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოძრაობის აკრძალვა ზვავსაშიშროებითაა გამოწვეული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია“,_ წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.