„დიდი თეთრი ზვიგენები თავის მსხვერპლს სერიული მკვლელების ტაქტიკის გამოყენებით ეძებენ“, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მაიამის უნივერსიტეტის მკვლევრები.
ამერიკელი სპეციალისტები კვლევისას კრიმინოლოგიაში ცნობილ გეოგრაფიული პროფილირების მეთოდიკას იყენებენ. გეოგრაფიული პროფილირება კიმ როსმომ, ყოფილმა კანადელმა დეტექტივმა დაამუშავა. ამ მეთოდს იყენებენ სამართალდამცავი ორგანოები მთელ მსოფლიოში.
მეთოდის ტექნოლოგია მდგომარეობს იმ ადგილის ანალიზში, სადაც დანაშაული მოხდა. პრაქტიკა აჩვენებს, რომ სერიული მკვლელები მსხვერპლს თავს ესხმიან განსაზღვრულ, თავიანთთვის კარგად ცნობილ რაიონში. უფრო ხშირად ეს ადგილი ახლოსაა მათ სახლთან ან სამსახურთან.
ჯგუფმა ნილ ჰამერშლაგის ხელმძღვანელობით შეისწავლა თეთრი ზვიგენების 340 თავდასხმა სელაპებზე სამხრეთ აფრიკის სანაპიროებთან. შედეგად დადგინდა, რომ ზვიგენის ყველა თავდასხმა, როგორც წესი, ხორციელდებოდა 100 მეტრის დაშორებით იმ ეგრეთ წოდებულ „ღუზის წერტილიდან“, რომელიც მტაცებლებისთვის ბაზის როლს ასრულებდა. ჩვეულებრივ, შეტევა მსხვერპლზე ხორციელდებოდა იმ მომენტში, როდესაც სელაპი მარტო რჩებოდა.
ზღვის მტაცებლებზე დაკვირვებით, სწავლულებმა გააკეთეს დასკვნა, რომ ზვიგენები თავის შეცდომებზე სწავლობდნენ: ზრდასრულ ზვიგენებს ნადირობისას ნაკლები „აცილება“ მოსდიოდათ.