შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2022 წლის მესამე კვარტალში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
უწყების ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში გურიაში, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, 30 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 75 კი დაშავდა.