1-ელი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება, – შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
საბჭოს გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებს შეეხება, კერძო სტრუქტრურებს კი, მთავრობის ინფორმაციით, შეუძლიათ გადაწყვეტილება თავად მიიღონ.
„სკოლებში არის არდადეგები 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით და ამასთან დაკავშირებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს 1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს. კერძო სექტორს შეუძლია თავისით მიიღოს გადაწყვეტილება და იგივენაირად უქმედ გამოაცხადოს 1-დან 10 იანვრამდე პერიოდი. სხვა დამატებითი შეზღუდვა დაწესებული ამ მომენტისთვის არ არის და საბჭოს სხდომაზე არც შემსუბუქებების შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.