სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მაქარაშვილი წერს, რომ ვიღაც ურეკავს და ემუქრება.
“10 დღეა ვიღაცა კაცი მწერს, მირეკავს… ბოლო სიტყვებით მაგინებს, მემუქრება, აკუწვას, დაწვას მანამდე და მერე გაუპატიურებით მემუქრება, თან გეი ხარო მეძახის.
დღეს ვუპასუხე, რას მერჩი-მეთქი?
ბიძინას ოჯახს თავი დაანებე, თორემ ოდესმე გავიმართები, დავბრუნდები ემიგრაციიდან და სახეს მოგაჭამო.
ანუ, ლუკმა-პურის საშოვნელად ქვეყნიდანაა გადახვეწილი და 6 მილიარდიან ბიძინას იცავს.
ხოა ღირსი, ყოველ წელს ირაკლი კობახიძე ჰყავდეს მეკვლედ?” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სამოქალაქო აქტივისტი.