ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი და კარგ ფორმაში მქონე სახის კანი. ამაში დაგეხმარებათ სხვადასხვა პროდუქტები, ჯანსაღი ზეთები და მინერალური ნივთიერებები, რომელიც კანს ახალგაზრდულ და ბუნებრივ იერს უნარჩუნებს.
ავოკადო – B ვიტამინი, რომელსაც ეს ხილი შეიცავს კანს გლუვ და ჯანმრთელ იერს ანიჭებს, ასევე აქრობს სიწითლეს და გაღიზიანებას.
კენკრა – ვიტამინი С კიდევ ერთი აუცილებელი ვიტამინი, რომელიც კანს სჭირდება და მათ მარცვლეულები შეიცავენ დიდი რაოდენობით. მარწყვი და მაყვალი განსაკუთრებით ეხმარება კოლაგენის ბოჭკოს შექმნას, რმელიც კანს ახალგაზრდულ იერს ანიჭებს.
ყველი– სელენი და ვიტამინი E, რომელსაც ეს პროდუქტი შეიცავს, გვეხმარება თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე როგორც ცნობილია იგი გარკვეული ტიპის კიბოს წარმოქმნას უშლის ხელს.
ნუში(თხილი) – იგი ეხმარება მავნე ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან, ასევე ეხმარება ოგანიზმს შეინარჩუნოს წყლის საკმარისი რაოდენობა, რომელიც აუცილებელია კანის ჯანმრთელობისთვის. ზეთები, რომელსაც ნუში შეიცავს აუცილებელია გულის კარგი ფუნქციონირებისათვის და ასევე უნარჩუნებს სხეულს ჯანსაღ წონას, რომლიც ყველას უნდა.
კარტოფილი – კარტოფილი შეიცავს დიდი რაოდენობით სპილენძს, რომელიც ორგანიზმს სჭირდება, ასევე იგი თუთიის და С ვიტამინის წყაროაა, რომელიც კანს უფრო ელასტიურს და გლუვს ხდის.
მარცვლეული – ისინი შეიცავენ ბოჭკოებს, რომელიც კანს ჯანსაღ იერს ანიჭებენ და საუკეთესო შედეგის მიღწევაში გვეხმარებიან.
სელის მარცვალი – ვისაც არ უყვარს თევზი, რომელიც დიდი რაოდენობით ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას შეიცავს, მათთვის საუკეთესო შემცვლელი სელის თესლია. ომეგა 3 აკნეს წინააღმდეგ ბრძოლის კარგი საშუალებაა.
იოგურტი – ცილის მაღალი რაოდენობის შემცველი იოგურტი, დაგეხმარებათ კანს უფრო ელასტიურობა მიანიჭოთ.
წიწაკა – მწვანე, ყვითელი და იმაგეწითელი წიწაკა, არა მარტო ფერითაა მხიარული, იგი გვეხმარება თვალის ქვეშ წარმოქმნილი შავი უპეების მოცილებაში. იგი ასევე ამცირებს ნაოჭებს.
მანგო – გარდა იმისა რომ გემრიელი ხილია, იგი გვეხმარება კანის ჯანმრთელი იერის შენარჩუნებაში. მანგოს 80 % შეიცავს ვიტამინ A, რომელიც საკმარისი რაოდენობაა ადამიანმა დღის გამავლობაში რომ მიიღოს. ასევე იგი გვეხმარება თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში და არაჩვეულებრივი სადიეტო ხილია.