რუსეთში ახალი წლის წინა ღამეს საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის 6 ბავშვია, _ აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ამ დროისთვის ცნობილია, 10-სართულიანი შენობის ნანგრევებში დაკარგულ 3 ადამიანს ეძებენ. აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.