ხვალიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანის სისტემა ამოქმედდება და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, ფულად ჯარიმასთან ერთად, დარიცხული ქულების შემცირებასაც გამოიწვევს.
ქულების ამოწურვა მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას გამოიწვევს.
უფრო კონკურეტულად კი, რამდენი ქულა დააკლდება მართვის მოწმობას სხვა დარღვევების შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ვიდეო მასალაში შეგიძლიათ ნახოთ.