ასზე მეტმა ქვეყანამ დაადასტურა მონაწილეობა შვეიცარიაში მშვიდობის გლობალურ სამიტში,_
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც სინგაპურში შანგრი-ლა დიალოგის კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტებს ესაუბრა.
„მსოფლიოს 106-მა ქვეყანამ დაადასტურა, რომ დაესწრება შვეიცარიის სამიტს. ხელმძღვანელობის დონეზე, ამ დროისთვის 70-75-მა პრეზიდენტმა დაადასტურა. აშშ-მა დაამტკიცა მონაწილეობა მაღალ დონეზე,“– განაცხადა ზელენსკიმ.