აირის აპფელი ამერიკელი ბიზსნესვუმენი და ინტერიერის დიზაინერია. ქალი, რომელიც ასაკის მიუხედავად ყოველთვის იქცევს საკუთარი გამორჩეული გარეგნობითა და ექსტრავაგანტული სტილით მთელი მსოფლიოს ყურადღებას.
წარმოგიდგენთ 100 წლის ქალბატონის საუკეთესო ცხოვრებისეულ რჩევებს:
ნუ ინერვიულებთ ასაკის მატებაზე, ის ხომ მხოლოდ ციფრებია.
აირჩიეთ ისეთი მეორე ნახევარი, რომელსაც ყოველთვის გაუხარდება თქვენი წარმატება.
აუცილებლად გარისკეთ, როდესაც ინტუიცია გკარნახობთ, რომ გამოგივათ.
იმისთვის, რომ დარჩეთ ახალგაზრდად, უნდა იაზროვნოთ ახალგაზრდების მსგავსად.
საკუთარი მოსაზრება ყოველთვის სხვებისაზე წინ დააყენეთ.
ყველას ვერ მოეწონებით, ამიტომ ნუ ეცდებით სხვების მოსაზრებები შეცვალოთ.
ფულით წარმატებას ვერ იყიდით.
სტილი მხოლოდ ძვირადღირებული ტანსაცმლის ყიდვით არ იქმნება.
დაიწყეთ დიდი გეგმის განხორციელება პატარა ნაბიჯებით.
ასაკის მატებასთან ერთად ნაოჭების გაჩენა ბუნებრივია. ნუ მოატყუებთ საკუთარ თავს, რომ იმაზე ახალგაზრდად გამოიყურებით, ვიდრე სინამდვილეში ხართ.
[sexy_author_bio]