„გურია ნიუსს“ საბერძნეთში მცხოვრები ქართvელი ემიგრანტი, ლია წიქარიშვილი დაუკავშირდა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძისადმი მიმართვის გამოქვეყნება სთხოვა. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს
მოგმართავთ ჩემი და საბერძნეთის ქართველი ემიგრანტების უმეტესობის სახელით, დიდ აღშფოთებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ საბერძნეთში გიორგი ბარამია გენერალური კონსულის პოსტზე განიხილება. თქვენ კარგად იცით, როგორი თავგამოდებით და რა პირობებში გვიწევდა წინასაარჩევნოდ სალონიკში მცხოვრობ ქართველებს მუშაობა, იცით, თუ როგორი დატვირთული რეჟიმით გვიხდება ცხოვრება, ჩვენი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის. 1 ოქტომბერს მაინც მოახერხა ემიგრაციის დიდმა ნაწილმა, რომ ხმა „ქართულ ოცნებისთვის“ მიგვეცა. როგორი შიშით, როგორ ჩუმად უხდებოდათ სამსახურებიდან გამოპარულიყვნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. დღეს სალონიკის ემიგრაცია მართლაც გაურკვეველ სიტუაციაში ვიმყოფებით.
ბარამია არ გახლავთ ემიგრანტებისთვის სასურველი კანდიდატი. ნუთუ ბარამიას მეტი გამოცდილი დიპლომატი საქართველოს არ ჰყავს? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ბარამიას გენერალურ კონსულად დანიშვნა „ქართული ოცნების“ დიდ სირცხვილად მიგვაჩნია. რა დააშავა ქართულმა ემიგრაციამ, რომ არავინ ითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნას?! ჩვენ ხომ თქვენ აგირჩიეთ და ჩვენი ბედიც და უიღბლობაც თქვენ ჩაგაბარეთ…
ქალბატონო მაია, გადადგით მტკიცე ნაბიჯი და ემიგრანტების მოთხოვნა გაითვალისწინეთ. არ დაუშვათ ბარამიას კანდიდატურის განხილვაც კი. ჩვენი თხოვნაა, შეირჩეს ისეთი გენერალური კონსული, ვინც ემიგრანტებს სულიერად დაუდგება გვერდში, ემიგრანტის შუამავალი იქნება სახელისუფლო სტრუქტურებთან. ის ამ სფეროში მუშაობდა და გვერდზე არავის იკარებდა.
იმედი გვაქვს ჩვენს მიმართვას გამოხმაურება ექნება, თორემ დარწმუნებულები ვართ, ბარამიას დანიშვნით ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ სალონიკში.
სალონიკი, 2013-06-05
ლია წიქარიშვილი“