https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გურული ისტორიები

10:27; 18.12.2025
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

მომღერალი ვარლამ სიმონიშვილი სინანულით იძახდა, რომ ადრე მომღერალ კაცს ხალხში გამოარჩევდიო, იგი ზრდილობით სავსე უნდა ყოფილიყო, სუფრასთან ნაზად მჭამელი და ზომიერად მსმელი, მას სხვანაირი იერი ჰქონდა და სხვანაირადაც დადიოდაო. თურმე ერთხელ ერთმა მომღერალმა დააგვიანა რეპეტიციაზე:

– სად იყავი კაცო ასე რომ ქშინავ, უკითხავს ვარლამს.

– ბოდიში ბატონო ვარლამ, მშიოდა და ბორშით გავძეხიო, -უპასუხა მომღერალმა.

– წაბძანდი, ბიძია, სახლში, ბორშით გამძღარი კაცი გურულ სიმღერას ვერ იმღერებსო!

ამონარიდი დიდი მხატვრის, ქართული ავანგარდის ერთ-ერთი შემქმნელის შალვა ქიქოძის პარიზიდან მშობლიურ ბახვში გაგზავნილი წერილიდან: ,,ჩემო ბებიკო როგორ მენატრები, რომ იცოდე. ყველაფერს მირჩევნია ეხლა შენთან პატარა სასადილო სტოლთან დამსვა, ერთი ბოთლი მაჭარი, პატარა წიწილა შემწვარი, ცხელი მჭადი, პატარა კვერი ყველით, ბავშვობაში რომ მიკეთებდი, იმ კვერს მერე ღელეზე გარეცხდი, გატეხდი შუაზე და ნახევარი ჩემი იყო და ნახევარი ტატულაის. ვერ წარმოიდგენ ბებიკო, როგორი ძვირფასია ჩემთვის ბახვის ყოველი კუნჭული… მზათა ვარ, მთელი ევროპა თავისი მაშინებით და სწავლით ვანაცვალო ჩემს პატარა ბახვს, ეზოს ჭიშკარს, ნალიას, ქათმებს, გოჭებს, ვინ მოსთვლის. შენ, ჩემო ბებიკო, ჩემი ნაზი სიყვარული და პირს კოცნა. იცოცხლე და იყავ ჯანმრთელად. შენი შალვა…”

„დიდ პატივში ვყევართო-ამბობდნენ გურული მოჯირითეები-მეტადრე ამერიკელი მანდილოსნები მოვხიბლეთო. ერთმა შეძლებულმა ქალმა ერთ ჩვენ ამხანაგს უთხრა ცოლად გამოგყვებიო, მარა აბდალმა ჩვენებური გურული ციცა არჩია და ქე ჭამს ახლა გურიაში ჭადს და ლობიოსო.”

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ვალოდია გოგუაძე და მისი მეუღლე ნამეტია საფრანგეთში გაიხიზნენ. ნოე ჟორდანიას შვილი, რეჯები იხსენებდა: ,,გოგუაძეებმა ეს (საკუთარი მიწის ნაკვეთი) ფერმად აქციეს და ააყვავეს… (ყველაფერი გურულ ყაიდაზე ჰქონიათ მოყობილი – ი. მ.) არც ცხენი ჰყოლიათ, არც ტრაქტორი მინახავს მათ მამულში – ყველაფერს ხელით აკეთებდნენ.ნამეტია სახლს, ფრინველს და პირუტყვს უვლიდა… ნამეტიას არავინ ეხმარებოდა. მას ქართული ყველი ამოჰყავდა (რომლის მსგავსი მთელ საფრანგეთში არ მოიძებნებოდა) და ქართულ კერძებს ამზადებდა… ხაჭაპური, ფხალი, ლობიო, საცივი, ხარჩო…. მის გაკეთებულ კერძებს განსაკუთრებული გემო ჰქონდა. სიმინდის ფქვილით იგი მჭადსა და ღომს ამზადებდა…”

,,ემიგრანტებისთვის ხაჭაპური უპირველესი რამ იყო, რომელიც უბრალოების მიუხედავად, ყველაფერზე მეტად აგონებდათ სამშობლოს. ჯერ ჭყინტი ყველი უნდა შეეძინათ, რომელიც მხოლოდ ლევილში იშოვებოდა და რომელსაც მხოლოდ ნამო ჰყიდდა, რადგან ძროხა ჰყავდა. მერე, გაწაფული ხელი იყო საჭირო. იმდენნაირი ხაჭაპური არსებობდა, რამდენიც პროვინცია, სოფელი თუ ოჯახი. ხაჭაპურს ღუმელში, თონეში ან ტაფაზე აცხობდნენ. პარიზის კოლონიაში ლევილის ყველია და ,,გურული ხელი“ იყო მთავარი, ხაჭაპური გემრიელი რომ გამოსულიყო.

ნამო დიდხანს და ენერგიულად ზელდა ცომს, პატარა გუნდებად ანაწილებდა, მერე გუნდებს სასწორზე წონიდა და იმავე რაოდენობის დაფშვნილი და კვერცხშერეული ყველით ტენიდა. ლეღვის ფორმის გუნდებს გააბრტყელებდა, წყალში გახსნილ ათქვეფილ კვერცხს მოუსვამდა და ცხელ ღუმელში ათავსებდა. დროდადრო ღუმესლ გამოაღებდა და ამოწმებდა, ცომი ხომ არ ამოიბერა ან ხომ არ გასკდაო. საჭიროების შემთხვევაში, ხის პატარა ჩხირით ჩხვლეტდა, რომელსაც მხოლოდ ხაჭაპურის დაჩუტვის ფუნქცია გააჩნდა. როცა გემრიელ სუნს გაუშვებდა და დაიბრაწებოდა, ხაჭაპური მზად იყო.

ჟაკლინ (ვენერა) ხაბულიანი, უსაქართველოდ დარჩენილი ქართველები, ,,უსტარი“,  2013.

როცა 1935-36 წლებში მის მშობლიურ სოფელ ნაღობილევში ოზურგეთთან დასაკავშირებელი მოკლე გზა გაჰყავდათ, გზის მშენებლობაზე ბრიგადირად დაინიშნა ბაბუაჩემი კირილე მახარაძე. ერთხელ სადილზე ბაბუაჩემს სახლში რამდენიმე კაცი მიუყვანია, ბებიაჩემი პოლინა მათ არ ელოდა და მხოლოდ ერთი მჭადი ჰქონდა გამოცხობილი, რაც ამდენ კაცს რას ეყოფოდა. მაშინ კირილე გადავიდა მეზობლისას, მაგრამ იქ არავინ დაუხვდა, ხოლო გამომცხვარი მჭადი ქვის კეცზე იდო. ბაბუამ აიღო მჭადი და ასე გაუმასპინძლდა სტუმრებს. ამის გამო არავის წყენა არ გამოუხატავს და ზუსტად ასევე იქცეოდნენ მისი მეზობლებიც.

,,სიმინდისაგან  მეფის მთავრობის დროს არაყსაც ხდიდნენ (გურული ბურბონი!-ი.მ.), თურმე ერთი ფუთი სიმინდი 40-50 კაპიკი ღირდა, რაც იაფი იყო. ,,გაარჩევდი სიმინდს და ნალიაში შეყრიდი. გავამსებდით ნალიებს და გაზაფხულზე ამევიტანდით სიმინდს შინ. ზამთარში იქინე ვტიებდით. მარა იგი არ ყოფილა, ვინმეს მეეპაროს იქინე სიმინდი, ნალიები დაკეტილი არ იყო ბოქლომით…

40-50 კაპეიკი ღირდა ფუთი სიმინდი ნიკოლოზაის დროს. იეფი იყო. ჩვენ ზოგჯერ სიმინდიდან არაყს ვხთიდით. არ დაფუტროსო, დავღერღავდით სიმინდს, იქედან გამოვხთიდით არაყს და ვყიდდით. არაყიდან მეტ ფულს ვაკეთებდით. ბოთლი არაყი 10 შაური ღირდა. ერთი ფუთი სიმინდიდან 2-3 ბოთლი არაყი გემევიდოდა. ლანჩხუთის ბაზარზე ვყიდდით”.

მთხრობელი ვალერიან ურუშაძე, სოფელი ორაგვე (ჩაწერილია 1982 წელს). ზოია ტუღუში, ეთნოგრაფიული მასალები ნინოშვილის მუზეუმის ფონდიდან,

ირაკლი მახარაძე

ავტორი

გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

ხანძარი ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტების ტერიტორიაზე

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო