97 წლის ასაკში გარდაიცვალა ნოდარ დუმბაძის მეუღლე ნანული გუგუნავა.
„წავიდა ჩემი დედუნა თავის ნოდარიკოსთან. 14 სექტემბრიდან იქით მიიწევდა და დღეს დაამარცხა სიკვდილი. გაფრინდა იქ, სადაც დიდი სიყვარული ელოდება” – წერს ფეისბუქში ნოდარ დუმბაძის და ნანული გუგუნავას შვილი, მანანა დუმბაძე.































































