ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა, 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი და 1941-45 წლებში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის ნიკო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, 9 მაისი მსოფლიო მნიშვნელობის დღეა და სამწუხაროა, რომ ქუთაისში, რაც დრო გადის, ცოტა ვეტერანი რჩება.
ამ დროისთვის ქუთაისში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 82 ვეტერანი ცხოვრობს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყველა მათგანს ერთჯერადად 100-100 ლარი გადასცეს.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეხვედრა ქუთაისის საბრძოლო დიდების მუზეუმში მოუწყვეს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ქუთაისში მყოფი ვეტერანებიდან ყველაზე უფროსი 89 წლისაა, ხოლო ყველაზე პატარა 82 წლის.