საქველმოქმედო აქციაში რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტი მონაწილეობდა. თითეულმა მათგანმა 500 გრამი სისხლი გაიღო სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. აქცია იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში გაიმართა. სისხლი ამავე საავადმყოფოში შემოსულ პაციენტებს საჭიროებისამებრ მოხმარდება. საავადმყოფოს ხელმძღვანელის განმარტებით ღონისძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანისთვის და კარგი იქნება, თუ მასმედიის წარმომaდგენლებს სხვა პროფესიის ადამიaნებიც მიბაძავენ.
იმერეთის რეგიონალური საავადმყოფოს წარმომადგენელთა განცხადებით საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მიღება 18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს შეუძლიათ. სისხლის დონორობის მსურველები გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ. მაგალითად: წონა 50 კგ და ზემოთ; არ უნდა ჰქონდეს ვირუსული ჰეპატიტი გადატანილი; არ უნდა იყოს ინფიცირებული აივ ინფექციით და ასევე, სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებებით.