ვეტერანს სტუმრებმა საგზაო დარგში მრავალწლიანი მუშაობისთვის სიგელი გადასცეს და დამდეგი დაბადების დღეც მიულოცეს.
გუძუ ბოლოთაშვილს 15 მაისს 89 წელი უსრულდება და ის საგზაო დარგში, კერძოდ, საპროექტო ინსტიტუტ “საქგზამეცნიერებაში” 43 წელია მუშაობს.
გამარჯვების დღესთან დაკავშირებით “საქგზამეცნიერებამ” გუძუ ბოლოთაშვილს პრემიის სახით 500 ლარი გადასცა.