https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“რეფორმა” სკოლაში _ “საპირფარეშოში ტუალეტის ქაღალდი დაიდო…”

19:05; 9.05.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ასეთი მიმართვით მან უკვე მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აბაშის რესურსცენტრის დირექტორს და სხვადასხვა მედია საშუალებას. მიმართვაში ნათქვამია, რომ დღეის მდგომარეობით, აბაშის N2 საჯარო სკოლას არ ჰყავს არც სამეურვეო და არც პედაგოგიური საბჭო. სკოლას არ გააჩნია შინაგანაწესი, არ ჰყავს დისციპლინარული საბჭო და ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ გვევლინება მოსწავლე ახალგაზრდობის თვითმმართველობის ორგანიზაცია.

“ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გამოკვლეულ იქნა სკოლაში არსებული დარღვევები და სიყალბეები, რომლებიც სისხლის სამართლებრივ დანაშაულად გვევლინება და საფრთხის ქვეშ აყენებს საატესტატო გამოცდების ლეგიტიმურობას. აღნიშნულიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია:

სკოლის არალაგიტიმური დირექტორი გათავისუფლებული იქნას და დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებელი.

სასწრაფოდ იქნას მოწვეული პედაგოგიური საბჭოს სხდომა და აირჩეს პედსაბჭოს თავმჯდომარე.

ახლადდანიშნულმა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პედსაბჭოს თავმჯდომარემ, მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარემ და მოსწავლე ახალგაზრდობის თვითმმართველობის ორგანიზაციამ საერთო კრებაზე შეიმუშავონ და დაამტკიცონ სკოლის შიგაგანაწესი. შეიქმნას დისციპლინალური კომისია, ჩამოყალიბდეს საგამოცდო და საპრეტენზიო კომისია, შეიმუშავონ კომისიის დებულება, რომელშიც გაწერილი იქნება ბარიერის მინიმალური ოდენობა.

ამ მითითებების ზედმიწევნით შესრულებით შესაძლებელია იმ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელიც ამჟამად აბაშის N 2 საჯარო სკოლაშია შექმნილი”, _ ვკითხულობთ მიმართვაში.

დაპირისპირება, რომელიც სკოლაშია შექმნილი, აშკარად თვალშისაცემია, ამიტომ მიმართვის ავტორს გავესაუბრეთ.

_ ლევან, დაუჯერებელია სკოლა დღემდე მოსულიყო, თუ ყველა ის ბრალდება, რომელიც შენს მიმართვაშია მოყვანილი რეალურია. აშკარად იკვეთება დაპირისპირებული ფონი. როდის შეიქმნა მოსწავლეთა თვითმმართველობა და რატომ ფიქრობ, რომ სკოლის დირექცია გებრძვით?

_ უფრო გასაგები რომ იყოს ყველაფერი, მოდით სულ თავიდან დავიწყოთ. ამ სკოლაში დედაჩემი, თინათინ შალიკაშვილი ბიოლოგიას ასწავლის, სწორედ მასთან ვიყავი მისული 2012 წლის სექტემბერში, სანამ სასწავლო პროცესი დაიწყებოდა. მეცვა კოალიცია “ქართული ოცნების” მაისური. დამინახა თუ არა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯილდა ცომაიამ ამ მაისურით, გახდა მომთხოვა, რაზეც უარი განვუცხადე იმ მოტივით, რომ სკოლაში იმ დროს იმყოფებოდა “ნაციონალური მოძრაობის” წითელი ფერის მაისურით ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის შვილი, რომელიც საჯარო მოხელეა და არღვევდა კანონმდებლობას, ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით საჯარო სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია საჯარო სამსახურის უპარტიობა.

ეს ადამიანი მეორე სართულზე სამასწავლებლოში იჯდა და პედაგოგებთან საუბრობდა. ეს სკოლის დირექტორსაც ვუთხარი, მაგრამ ჩვენს საუბარში ჩაერია დედაჩემი, რომლის პატივისცემითაც გავიხადე მაისური. სწორედ ამ დღის მერე, როცა პირველად გამოვთქვი ჩემი აზრი, რომელიც არ ემთხვეოდა პედაგოგების აზრს, ამითვალწუნეს და ყველა ქმედებაში ჩანდა მათი არაკეთილგანწყობა ჩემდამი. 2013 წლის 15 თებერვალს სკოლაში ჩამოვაყალიბეთ “ახალგაზრდული ფრთა”, რომლის პრეზიდენტად ამირჩიეს კრებაზე. შემუშავდა წესდება, მაგრამ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და მისმა მოადგილემ, ასევე მოვალეობის შემსრულებელმა ინგა ზასეშვილმა იმთავითვე აითვალწუნეს ჩვენი ორგანიზაცია და ყველა ხერხით გვიშლიდნენ ხელს ჩვენი უფლებების განხორციელებაში.

მათთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია ის, რომ მოსწავლეს აქვს თავისი აზრი, შეხედულება და ითხოვს უფლებების დაცვას. ისინი ცდილობენ მხოლოდ მორჩილი, მართული საზოგადოების წევრთა ჩამოყალიბებას.

_ რას გულისხმობ?

_ იმას, რომ როდესაც მე მივმართე დირექციას 2013 წლის 18 და 28 თებერვალს წერილებით და ვითხოვდი სკოლის გათბობის, ელექტროჩამრთველების, ჰიგიენის, მათ შორის სკოლის ტუალეტში უბრალო ტუალეტის ქაღალდების დაკიდების საკითხების მოგვარებას, სკოლის ეზოში ავტო-სატრანსპორტო საშუალების შემოსასვლელი ორფრთიანი ჭიშკრის შეკეთებას, ყველა მათგანი დაბლოკილი იქნა ან უხარისხოდ შესრულებული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ჯილდა ცომაიას მიერ. ზემოთაღნიშნულის გარდა სკოლის დირექცია ახდენდა კანონის უხეშ დარღვევებს. 2013 წლის 18 თებერვლიდან 28 თებერვლამდე მიმდინარეობდა საატესტატო გამოცდები, რაზედაც შექმნილი იყო საპრეტენზიო კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იყო მე-12 კლასისი 2 მოსწავლის მშობლით, რომელთა შვილებიც გამოცდებს აბარებდნენ და დირექტორი ჩვენი მითითებების მერე იძულებული იქნა შეეცვალა მის მიერ გამოცემული ბრძანებები. ამას დაემატა ისიც, რომ სკოლაში გაყალბებულად ჩატარდა პედაგოგიური საბჭოს არჩევნები და დღეისათვის პედსაბჭო სკოლაში არ არსებობს.

აღნიშნულ საკითხში გასარკვევად ჩვენ აბაშის რესურსცენტრის დირექტორს, სალომე თოფურიას გავესაუბრეთ.

სალომე თოფურია: “ყველაფერი, რაც მიმართვაში წერია, ბავშვის ფანტაზიის ნაყოფია, იმიტომ რომ ჩვენ სკოლიდან გამოვითხოვეთ ოფიციალური დოკუმენტაცია ყველა იმ საკითხზე, რაც მოსწავლეს აქვს დასმული. დირექტორი ნამდვილად ლეგიტიმურია, რადგან ის არის სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული და უფლებამოსილება უწყდება მხოლოდ 2013 წლის ნოემბერში. ამის დამადასტურებელი მინისტრის ბრძანებაც არსებობს და არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობს. ასე რომ ეს საკითხი გამოირიცხა.

_ მაგრამ, თუ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე არ ჰყავს?

_ სამეურვეო საბჭოს არ ჰყავს თავმჯდომარე, მაგრამ წევრები ხომ ჰყავს და ყველა სხდომაზე ირჩევა სხდომის თავმჯდომარე. არსებობს ასეთი პრაქტიკაც, რომ სხდომაზე სამეურვეო საბჭოს წევრებიდან ირჩევენ თავმჯდომარეს, რომელიც ამბობს გადამწყვეტ სიტყვას და აწერს ხელს დოკუმენტაციას. ასე რომ სამეურვეო საბჭოც ლეგიტიმურია და უფლებამოსილება აქვს ივნისამდე.

_ მიმართვაში ნათქვამია, რომ საფრთხის ქვეშ დგება საატესტატო გამოცდების ლეგიტიმურობა.

_ რადგან დამტკიცდა, რომ დირექტორიც და სამეურვეო საბჭოც სკოლაში ლეგიტიმურია, აქედან გამომდინარე, საატესტატო გამოცდები არანაირი საფრთხის ქვეშ არ დგას. კიდევ ერთი საკითხია მიმართვაში დასმული _ პედაგოგიური საბჭოს ლეგიტიმაცია. მინდა გითხრათ, რომ სკოლას ჰყავს პედაგოგიური საბჭო და მისი თავმჯდომარე თინათინ შალიკაშვილი მიმართვის ავტორის დედაა. მაგრამ მოსწავლეს აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც თვითონ ამბობს, არ მომხდარა წინა პედსაბჭოს მიერ ანგარიშის გადაბარება ახალი პედსაბჭოსადმი. ჩვენ გამოვითხოვეთ ოქმები, გავესაუბრეთ პედაგოგებს, მივიღეთ ახსნა-განმარტებები დირექტორისა და პედსაბჭოს თავმჯდომარის მიერ და ვნახეთ, რომ პროცედურები არ დარღვეულა და ახალი თავმჯდომარეც არჩევის წესით იქნა გამოვლენილი. ასე რომ თინათინ შალიკაშვილი არის არჩეული თავმჯდომარე. დირექტორს რომ ერთპიროვნულად დაენიშნა ვინმე, მაშინ შეიძლებოდა ყოფილიყო დავის საგანი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, არჩევა მოხდა პედაგოგების მხრიდან, მათ ერთხმად მისცეს ხმა აღნიშნულ თავმჯდომარეს. მიმართვაში არის კიდევ სიფრთხილესა და ჰიგიენაზე გამახვილებული ყურადღება. მიდით ამაზეც ვთქვათ, რათა უფრო ნათელი იყოს ყველაფერი. ელექტროჩამრთველებზე მოსწავლე ითხოვდა ყუთების გაკეთებას, ალბათ გამომდინარე იქიდან, რომ უმცროსკლასელებმა ხელი არ მოკიდონ, მაგრამ ისინი ისეთ სიმაღლეზეა დამაგრებული, იქ დაბალკლასელი ვერ მიწვდება, თან ეს გაკეთებულია სტანდარტებით, ჩაიბარა სამხარაულის ექსპერტიზამ და არა მგონია დარღვევებით ყოფილიყო ჩაბარებული.

ასევე ჰიგიენის საკითხიც თითიდან გამოწოვილია, დირექტორმა გაითვალისწინა მოსწავლის მოთხოვნა და დაიდო საპირფარეშოში ტუალეტის ქაღალდი, მაგრამ მერე გაჩნდა ახალი პრეტენზია, რომ ეს ქაღალდი უნდა იყოს არა დადებული, არამედ ჩამოკიდული. ერთი მინდა აღვნიშნო, დირექტორი ნამდვილად ცდილობს დაარეგულიროს ეს სიტუაცია სკოლაში, მაგრამ ახლა უკვე თვითონ ამ “ახალგაზრდულ ფრთაშია” განხეთქილება. ჩემთან მოვიდნენ მოსწავლეები და მითხრეს, რომ ფრთის თავმჯდომარე არაფერს უთანხმებდა წევრებს, იღებდა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და აქედან გამომდინარე მოსწავლეებმა მიიღეს გადაწყვეტილება ფრთა დაშლილიყო. მათ დირექტორსაც მიმართეს განცხადებით, მაგრამ ფრთის თავმჯდომარე წინააღმდეგია ამ გადაწყვეტილების და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას ძალა არა აქვს, რადგან არ ყოფილა სხდომა მოწვეული. სკოლაში პრობლემებს თვითონ ქმნიან. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ახლა დგას, ეს არის მეგობრებს შორის გაუცხოება და დაპირისპირება, რაც ძალიან ცუდია. დირექტორი თავისი მხრივ ცდილობს სიტუაციის დარეგულირებას, მეც ყოველთვის ვესაუბრები ლევანს, მაგრამ არ უნდა გაიგოს და სწორედ ამიტომ ვუთხარი მიემართა სასამართლოსთვის და ერთხელ და სამუდამოდ გაერკვია ლეგიტიმაციის საკითხები. ჩემი აზრით, არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რარაც მცირე გადაცდომებია, ვთქვათ, საკანცელარიო და საქმის წარმოების კუთხით, მაგალითად შეიძლება ოქმი არ იყოს რაღაც შაბლონით მოცემული, ამას თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი ნორმის ფარგლებში ჯდება და ლევან ჩიქოვანის ბრალდებებს უფრო ფანტაზიის ნაყოფს ვუწოდებ ვიდრე ჭეშმაროტებას.

ჩვენ სკოლის დირექტორს, ჯილდა ცომაიასაც დავუკავშირდით და აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით მისი კომენტარი მოვისმინეთ.

ჯილდა ცომაია: “თავიდანვე მოგახსენებთ, რომ მე ვარ არჩეული დირექტორი. როგორც იცით, დირექტორების კონკურსი ჩატარდა 2007 წელს და სწორედ ამ კონკურსის მეორე ეტაპით მოსული დირექტორი ვარ და სამეურვეო საბჭომ, რომელმაც მე ამირჩია, მომცა ვიზირება განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან დავრეგისტრირებულიყავი როგორც სკოლის დირექტორი. აღნიშნული მოსწავლის მამა ამ სამეურვეო საბჭოს წევრი იყო. მე ნოემბრის თვეში მივედი სკოლაში დირექტორად და არსებობს სამეურვეო საბჭოს ოფიციალური ოქმი, რომლითაც მომცეს თანხმობა, რომ ვყოფილიყავი მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, ასევე ხელთ მაქვს მინისტრის ბრძანებაც. ამდენად ნამდვილად ვარ არჩეული დირექტორი და არც ჩემი ლეგიტიმაცია დგას ეჭვის ქვეშ. სკოლის ძირითადი მამოძრავებელი ხერხემალი არის სკოლის შინაგანაწესი, რომელიც ნამდვილად არსებობს ჩვენს სკოლაში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მიმართვაში მოსწავლე ყურადღებას ამახვილებს, არის საატესტაციო გამოცდების არალეგიტიმურად აღქმა. იმდენად, რამდენადაც მე ვარ დირექტორი და არა მოვალეობის შემსრულებელი, ჩვენს სკოლაში საგამოცდო პროცესი იქნება ლეგიტიმური, რადგან ყველა პროცედურა და განრიგი დაცულია, ჩემს მიერ გამოცემული ყველა ნორმატიული აქტი დაფიქსირებული და ლეგიტიმურია. რაც შეეხება პედაგოგიურ საბჭოს. ჩემს სკოლაში 28 პედაგოგია, პედსაბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ირა ბოკუჩავას გაუთავდა სამწლიანი ვადა და ახალი თავმჯდომარე, ამ მოსწავლის დედა, თინათინ შალიკაშვილი ერთხმად იქნა არჩეული თავმჯდომარის პოსტზე. ასე რომ არც აქ ყოფილა რაიმე დარღვევა და გადაცდომა. ჩემი, როგორც სკოლის დირექტორის მართვის პრინციპი არის გუნდური მართვის პრინციპი.

მე ლევანთანაც მქონდა ხშირად საუბარი იმაზე, რომ უშეცდომო მხოლოდ უფალია და როგორც ახალგაზრდული ფრთის პრეზიდენტი თუ რაიმე ხარვეზს დაინახავდა, ეთქვა, რათა ერთად დაგვეძლია პრობლემები. ბევრი რამ, რაც მოგვმართა გაკეთდა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი და რაც არ უნდა იყოს, კანონით გაუთვალისწინებელ ქმედებებს ვერ დავუშვებდით. მე პირადად, ყველას ვთხოვ, მედიატორის როლი შეასრულონ და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ეს პრობლემა სკოლაში. მე პედაგოგი ვარ და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ბავშვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, დიალოგზეც ვიწვევ და მინდა მოვაგვარო მასთან ურთიერთობა. ჩემთვის ყველას აზრი გასათვალისწინებელია და მითუმეტეს მოსწავლეების. კიდევ გეუბნებით, არანაირი მისი მოთხოვნა დაბლოკილი არ ყოფილა. ყველანაირად ვცდილობ ლევანთან საერთო ენის გამონახვას, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს, რაღაც იწყება და სრულდება. მეც ვიმედოვნებ, რომ ლევანი დარწმუნდება ყველა დოკუმენტიციის გაცნობის შემდეგ ჩემს ლეგიტიმაციაში და იმაში, რომ სკოლა ნორმალურად ფუნქციონირებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ნაცმოძრაობა" მომავალ კვირას საგანგებო განცხადებებს გააკეთებს

პროკურატურისთვის ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის კანდიდატურა მიუღებელი აღმოჩნდა?

ყველა სიახლე

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

16:09; 5.01.2026
სამართალი

ხობში ორი პირი დაჭრეს

13:53; 5.01.2026
პოლიტიკა

სოხუმში უპასუხეს საქართველოს მოლოდინს, კარაკასის მიერ აფხაზეთის “აღიარების” გაუქმებაზე

13:32; 5.01.2026
საზოგადოება

საქსტატი: წლიურად ყველაზე მეტად სურსათი გაძვირდა

12:26; 5.01.2026
სამართალი

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

12:15; 5.01.2026
ზაფრანი

მსოფლიოს საუკეთესო ნაძვის ხეები

9:46; 5.01.2026
ზაფრანი

საშობაო ბაზარი

9:44; 5.01.2026
ზაფრანი

უცნობი მაკოლეი კალკინი

9:37; 5.01.2026
ზაფრანი

“ALL I WANT FOR CHRISTMAS IS YOU” – რა თანხას გამოიმუშავებს მერაია ქერი

9:24; 5.01.2026
სამართალი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ბავშვი დაშავდა, ერთ-ერთი მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

22:51; 4.01.2026
მსოფლიო

რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

18:53; 4.01.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18:32; 4.01.2026
ფინანსები

ოქრო ერთ წელში 64%-ით გაძვირდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

16:07; 4.01.2026
საზოგადოება

ცნობილია, ვინ აიღებს ამ თვეში მომატებულ ხელფასს

16:02; 4.01.2026
საზოგადოება

4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა

15:49; 4.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო