კერძოდ, 9 მაისს ს.ბ.პ. სადახლოს გავლით, სომხეთიდან საქართველოში, სომხეთის მოქალაქე ა.მ. შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ოფიცრების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, ა.მ-ს ხელბარგში არადეკლარირებული, 57.9 გრამი, სავარაუდოდ ოქროს ნაკეთობი გამოვლინდა. საქონელი ღირებულების დადგენის მიზნით, ექსპერტიზაზე გაიგზავნა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქაონლის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში შემოსვლის კიდევ ერთი ფაქტი “ნინოწმინდა“-ს საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. კერძოდ 9 მაისს, სომხეთიდან საქართველოს მოქალაქე კ.ა. შემოვიდა. მოქალაქემ საბაჟო ოფიცერთან კუთვნილი ნივთები არასრულად დაადეკლარირა, კერძოდ, განაცხადა რომ თან ჰქონდა 6ც. ბიჟუტერული სამკაული. თუმცა, მისი ხელბარგის დეტალური დათვალიერებისას აღმოჩნდა არადეკლარირებელი ნივთები, კერძოდ, ვერცხლის ნაწარმი და ბიჟუტერია: კულონი -10ც. საყურე – 7 წყვილი, ბეჭედი – 4ც, სამეული – 9, ბრასლეტი – 8ც, საყურე – 3 წყვილი.