გოიჩევი საერთაშორისო ძებნილად 2013 წლის 25 თებერვალს გამოცხადდა, რა დროსაც ის საქართველოში იმყოფებოდა და მიღებული ჰქონდა საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება.
მას ბრალად ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე, 242-ე, 244-ე, 25-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს ფულის გაყალბებას, ქურდობას და ძარცვას. აღნიშნული დანაშაულები ითვალისწინებს 15 წლით თავისუფლების აღკვეთას.
ამჟამად გოიჩევი მოთავსებულია შსს–ს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ მიმდინარეობს წინა საექსტრადიციო პროცედურები.