ეს ინფორმაცია, ჩვენთან საუბრისას ოზურგეთის რაიონულმა პროკურორმა, კახა კოჩივარმა დაადასტურა, რომლის განმარტებით, ზ.მ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზეა დაკავებული.
_ბატონო კახა, თუ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ, რომელ სისხლის სამართლის სამეზეა დაკავებული? ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის ბიზნესმენის დაჭრაშიც არის ეჭვმიტანილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა…
_ამ საქმეზე არ არის დაკავებული, პოლიციის მიერ დამნაშავე დაკავებულია ძარცვის ფაქტზე, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობდა ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში. საქმის მასალებიდან გამომდინარე ეჭვმიტანილი დაკავებულია, რომელიც სავარაუდოდ, წარსულში ნასამართლევია.