_ არ მელაპარაკებით და ისინი დარჩებიან, ვინც მელაპარაკებიან, ჩეგევარებმა კი დარბაზი დატოვონ! – მშვიდად უპასუხა პრეზიდენტმა სტუდენტს.
პრეზიდენტის შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან თითქმის 2 საათი გაგრძელდა. შეხვედრა დახურული იყო და მედია მოვლენებს მხოლოდ გარედან აკვირდებოდა.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა ფეისბუქით განცხადება გაავრცელა და სტუდენტებს სთხოვა თვითცენზურაზე უარი ეთქვათ.
“პრეზიდენტს სურს გულახდილად ესაუბროს სტუდენტებს, შესაბამისად, მედიის დასწრება ამ პროცესს ხელს შეუშლის” _ უთხრა “გურია ნიუსს” პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა ნათია ბანძელაძემ.
“მინდა, ჩვენ შორის საინტერესო საუბარი შედგეს და არ წამოვიდე იქიდან, ვიდრე ახალგაზრდებისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას არ ვუპასუხებ. თუ შეკითხვებს წინასწარაც მომწერთ, უკეთ მომზადებული მოვალ მათზე საპასუხოდ. ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ სტუდენტები არ მიმართავთ თვითცენზურას და თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დამისვამთ თუნდაც იქვე მოფიქრებულ შეკითხვებს,” _ განაცხადა პრეზიდენტმა გუშინ გავრცელებულ მიმართვაში.