_ “ნაციონალური მოძრაობის”, რამოდენიმე წევრმა, ჩემი სტატუსი “აიტაცა” და “ვოლიდან ვოლზე” დაარბენინებენ. ჩემო კოლეგებო, იქ წერია შავით თეთრზე, რომ ისმოდა ერთ კაფესთან…
მე ძალიან ვწუხვარ იმ ინციდენტზე რაც მოხდა და მინდა თქვენც შეწუხდეთ იმ დეპუტატებზე, რომლებიც თქვენებური სტილით _ ჯოგობრივად ცემეთ. რომ არ დაგავიწყდეთ, ჩამოგითვლით: კობა დავითაშვილი, ვალერი გელაშვილი, ბეჟან გუნავა, ბიძინა გუჯაბიძე… (მეგის ქარდავამ, რომ ცემა ბატონი გუჯაბიძის მეუღლე, ქალბატონი მაკა სახურია, ხომ არ დაგავიწყდათ სამართლიანობის და ევროინტეგრაციისკენ ორიენტირებულო კოლეგებო), _ წერს ჩრდილელი.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ქეიფობდნენ ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიღებული პარლამენტარებს _ გიორგი ვაშაძეს და დავით საყვარელიძეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს, ზაზა გოროზიას ხელი აქვს მოტეხილი, ვაშაძეს თავი გაუტეხეს, საყვარელიძეს კი ცხვირი.
აღნიშნულ ფაქტს ჩრდილელი ფეისბუქში გამოეხმაურა და აღნიშნა: “ქალმა როგორ გცემათ, ტოო?.. არაქურდული ხელი მოგხვდათ, ბუჯო?! _ ისმოდა გუშინ, ერთ კაფესთან…”