,,ეს არის ღია შეხვედრა და პარლამენტის ნებისმიერ წევრს შეეძლო დასწრება, ჩემი სტატუსიდან გამომდინარე ეს შეხვედრა ეხებოდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას, არსებულ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივას, განსაკუთრებით მოგეხსენებათ წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები დაკავშირებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან, თავისუფალი ვაჭრობის ზონასთნ დაკავშირებით, გაკეთდა შეფასებები და განხილულ იქნა თემები. როგორიცაა ამჟამინდელი ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირის, სხვა მეზობლებთან ურთიერთობის საკითხები, რა პერსპექტივები არსებობს საქართველოს წინსვლისთვის ევროკავშირთან უფრო ახლო ინტეგრაციის თვალსაზრისით. განხილული იქნა ასევე დღეისთვის აქტუალური საკითხები“_ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ფილიპ დიმიტროვმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved