,,სერიოზული კომენტარი გამიჭირდება იმ კომენტარებზე, რომლის შინაარსი თითქოს ისაა, რომ მათ ჩვენზე მეტად უნდოდათ, რომ ჩვენ უფრო ძლიერი კანდიდატი გვყოლოდა. სჯერა ვინმეს, რომ პოლიტიკური ოპონენტი სერიოზულად სწუხს იმაზე, რომ მისმა პოლიტიკურმა კონკურენტმა რატომ უფრო ძლიერი კანდიდატი არ დაასახელაო და ამაზე ღვრიან ცრემლებს.მათ მოიკითხონ რატომ არის მათი რეიტინგი ასეთი დაბალი და შეეშვან მარგველაშვილს.
გიორგი მარგველაშვილი არის ერთ-ერთი შესაძლო საუკეთესო ვარიანტი ქვეყანაში პრეზიდენტობის კანდიდატურის. ყველამ კარგად უნდ გავიაზროთ, რომ ამ არჩევნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი იქნება თვისობრივად განსხვავებული პრეზიდენტი. ჩვენ ამ უფლებამოსილებისა და ამ როლისა და ამ ფუნქციის პრეზიდენტი ჯერ არ გვყოლია. ამიტომ სწორედ იმ გადმოსახედიდან თუ რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს მომავალ პრეზიდენტს ამ გადმოსახედიდან მარგველაშვილზე უკეთესი კანდიდატის დასახელება ამ ეტაპზე მე არ შემიძლია.
რაც შეეხება შეიცვლება თუ არ კანდიდატურა, ეს არის თითიდან გამოწოვილი ინფორმაცია, როგორც ერთი წელი გვეკითხებოდნენ ნატოში მართლა გინდათ შესვლა?! და დილა-საღამოს უნდა გვეთქვა კი გვინდა ნატო, კი გვინდა ნატო! ახლა, ალბათ, 6 თვე უნდა გვაძახებინონ, რომ არ შეიცვლება კანდიდატურა, არ შეიცვლება. კარგით რა, სერიოზული ხალხი ვართ სერიოზულ საქმეში, სერიოზული ნაბიჯი გადავდგით, დასახელდა კანდიდატი და რას ნიშნავს ახლა, ვთამაშობთ? ვერთობით?! მოდით ჯერ ეს მერე ის, რა გვჭირს საიმისო, რომ თუ ვინმე სხვა გვინდა, დღესვე გვეთქვა , გვრცხვენია ამისი, გვეშინია?! თუ რა?! იმდენად იაფფასიანი კითხვაა დასმული ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომ მეტყველებს მათ უსუსურობაზე არგუმენტების თვალსაზრისით,“ _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.