ამ კანონპროექტზე უმრავლესობაში უკვე გაჩნდა მოსაზრებები. ეკა ბესელიას თქმით მსგავსი პრაქტიკა ვარდების რევოლუციამდე არსებობდა.
,,მე მახსოვს, რომ ვარდების რევოლუციამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამინისტრო იყო ცალ-ცალკე უწყება. რამდენად საჭიროა დღეს ეს რეფორმა. ამის თაობაზე საინტერესო იქნება რეფორმის ჯგუფის მოსმენა. მთავარია, რომ ღარიბაშვილმა შეძლო პოლიტიკური პოლიცია ექცია პრევენციის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მატარებელ პოლიციად. რეფორმისთვის თუ ეს საჭიროა, შეიძლება ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს შეიძლება გავხსნათ ეს დისკუსია, ვიმსჯელოთ, ვიფიქროთ, როგორც უკეთესი იქნება“ , _ განაცხადა ეკა ბესელიამ.