ვარსკვლავის გახსნამდე თეატრალურ მოედანზე ანსამბლ ,”ერისიონის” კონცერტი გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
ეს ოზურგეთში მეხუთე ვარსკვლავის გახსნა იქნება. პირველი ვარსკვლავი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეს ჯუმბერ დუნდუას ერგო, რომელიც 2012 წლის 18 აპრილს გაიხსნა, 27 აპრილს კი მსახიობების _ გაბრიელ მდინარაძის, ამირან ქადეიშვილის და ხელოვანის ვასილ ჩიგოგიძის ვარსკვლავები გაიხსნა.