სოფელ ჩოჩხათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთან ალეკო სარიშვილთან ერთად ხანძრის შედეგად დაზარალებული მამუკა ტიკარაძის ოჯახი მოინახულა და
დაზარალებულებს დახმარება აღუთქვა. როგორ შევიტყვეთ, ეს დახმარება სამშენებლო მასალით უზრუნველყოფა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში, შრომის უბანში მამუკა ტიკარაძის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. სახლში მხოლოდ ოჯახის წევრი მამაკაცი იმყოფებოდა და როგორც თვითონ ამბობს, ცეცხლი ჯერ მეორე სართულს მოედო, შემდეგ კი პირველზე გადავიდა.