“გურია ნიუსის” კითხვაზე, _ განათლების სისტემაში გარკვეული რეფორმების გატარება დაიწყეთ. როგორ გეგმავთ თქვენს მიერ დაწყებული რეფორმების განხორციელებას? პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გვიპასუხა:
“ბუნებრივია, რთულია. თან განათლება ისეთი სისტემაა, რომელშიც ვერაფრით მოაგვარებ და ვერ შეცვლი რეალურ სიტუაციას მოკლე პერსპექტივაში. 6 თვის განმავლობაში გავაკეთეთ ის, რომ ბავშვებს კილომეტრები ფეხით რომ არ ევლოთ, ტრანსპორტი დავუნიშნეთ, მასწავლებლების ხელფასები გავზარდეთ. უფასო ფაკულტეტები დავაფუძნეთ და მოსწავლეებს სახელმძღვანელოები მივეცით. ეს არის დასაწყისი.
რეალურად განათლება ერთ-ერთი ყველაზე რთული სისტემაა. იმისთვის რომ ეს სისტემა შეიცვალოს და დაიხვეწოს, ბუნებრივია მომავალ ორ-სამ თვეში ვერ მოვასწრებ რაღაცა დრამატულს. მაგრამ შევეცდები ამ თემებზე ვიმუშავო.”