დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ: „მინდა მივუსამძიმრო ამ გმირი სამხეროების ოჯახებს ეს აუნაზღაურებელი დანაკლისი და მთელ საქართველოს ეს დიდი ტრაგედია. ჩვენ ამ უმძიმეს ტრაგედიას განვიცდით, ისე, როგორც ამ გმირი მებრძოლების ოჯახის წევრები და საქართველოს თითოეული მოქალაქე.“
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ განსაკუთრებით აღნიშნავს ქართველი სამხედროების თავდადებას და გმირობას. სწორედ ამ თავდადებამ და სამხედროების პროფესიონალურმა მოქმედებამ განაპირობა გაცილებით უფრო დიდი ტრაგედიის თავიდან აცილება.