,,მიუხედავად იმისა, რომ პროექტი იდეაში ძალიან კარგია, სამწუხაროდ, პროექტის განხორციელება არაპროფესიონალურად და ხარვეზით მოხდა. მთავარი დაინტერესება არ იყო გლეხს მიეღო დახმარება.
გვაქვს ეჭვი, რომ სპეციალური დაინტერესება იყო ამ პროექტის მიღმა. ე.წ. სპეციალიზებულ მაღაზიებში, პრაქტიკულად, 30%-ით უფრო ძვირად შეესყიდათ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ვიდრე ამ ტექნიკის შესყიდვა შეიძლებოდა ჩვეულებრივ მაღაზიებში. ფაქტია, რომ ამ პროექტით ისარგებლა არა მარტო გლეხებმა, არამედ იმ ადამაინების ძალიან დიდმა ნაწილმა, რომლებმაც კორუფციული სქემით თანხიდან 30%-იანი ნაწილის მოხსნა მოახერხეს. არ ვიცი, ეს ჩვეულებრივი ელიტარული კორუფციაა, თუ ივანიშვილის ხელისუფლების დროს ელიტარული კორუფცია კიდევ უფრო გაფართოვდა.
ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც ხელმძღვანელობდა პროგრამას და, ნებსით თუ უნებლიეთ, დაუშვეს ეს შეცდომები. ადამიანებს არ მიეცათ თავისუფალი არჩევანის საშუალება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეეძინათ იქ, სადაც ისინი თვლიდნენ საჭიროდ. ადამიანები იძულებული იქნებოდნენ, რომელიმე მაღაზიაში შეესყიდათ სასოფლო-სამეუნეო ტექნიკა, რაც ფასების მატებას იწვევდა“, _ განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved