მისი განცხადებით. მიუხედავად პრეზიდენტის უამრავი თხოვნისა, მინისტრები მას უცხოურ ვიზიტებზე არ დაყვებიან.
“მე მომისმენია პრეზიდენტ სააკაშვილის არა ერთი საჯარო განცხადება, თხოვნა, მათ შორის, თხოვნა მინისტრებთან, იარეთ ჩემთან ერთად საზღვარგარეთ, ერთად ვიმუშაოთ საგარეო პოლიტიკაზე, რის პასუხს ყოველთვის ვიღებდით, რომ თანამშრომლობა მათ ჩვენთან არ შეუძლიათ.
გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ პრემიერ-მინისტრი ვერ ახერხებს ვერც ერთი ვიზიტის გაკეთებას და პრეზიდენტს აქვს მუდმივი მოწვევები. ამ გაღიზიანებას სჯობია, მართლა, ერთად ვიმუშაოთ და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი არც ერთ შემთხვევაში არ იქნება წინააღმდეგი, რადგან მისივე შეთავაზებაა, რომ მინისტრებთან ერთად იმუშაოს და იაროს ამ ვიზიტებზე,” _ განაცხადა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.