კონსტანტინე გამსახურდია: “საქართველოს ვულოცავ დიდი კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 120 წლისთავს. კონსტანტინე გამსახურდიას სახე და შემოქმედება განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს დღეს, როდესაც საქართველო დგას ყოველგვარი ინდივიდუალურობის, ჯანსაღი გაგებით, ტრადიციული, ეროვნული და კულტურული ფაქტორების წამლეკავი გლობალური ოკეანის პირისპირ _ იმ გლობალურობისა, რომლის ინსტრუმენტებია მხოლოდ სტატისტიკა, მასობრივი (ანტი)კულტურა, ფინანსური რესურსი და სამხედრო-პოლიტიკური უხეში ძალა. კონსტანტინე გამსახურდიას ხმა ადამიანურობის ხმაა დღევანდელ მსოფლიოში. იგი გვახსენებს ბიბლიური იაკობის სახეს და წიწამურის ველზე მამალი ხოხბის შემართებას განთიადის მოლოდინში. იგი ერთნაირად მიმართულია დასავლეთისკენ და აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ. ეს ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის დღევანდელ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, როდესაც საქართველო სამზეოზე გასასვლელად ემზადება.”