“როდესაც სასამართლო რეფორმის პროცესი მიმდინარეობს და კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ საერთო სასამართლოების შესახებ, ასევე კანონში და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები, ამ კანონის გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში ნიშნავს, რომ 9 თვის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება არ მიიღოს გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ეს რეფორმებს აფერხებს, ისევე, როგორც შეიძლება ანალოგიურად მოიქცეს პრეზიდენტი და მისი გუნდი სხვა კანონების შემთხვევაში, რომელიც მათ არ მოეწონებათ. ჩვენ რომ თავიდან ავიცილოთ სრულიად არასერიოზული დამოკიდებულება საკანონმდებლო პროცესისადმი და ხელოვნური ბარიერები და შემაფერხებელი ფაქტორები მოვხსნათ, ამიტომ ავიღეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და გონივრული მიდგომითა და სამართლებრივი პრინციპის დაცვით ვამბობთ _ 9 თვე კი არ უნდა იხილავდეს საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს, არამედ განიხილონ 45 დღეში და ეს სრულიად საკმარისია _ ამ ვადებში მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება. სწრაფი მართლმსაჯულება ეს არის სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი პრინციპი,” _ განაცხადა ეკა ბესელიამ