გურული ვაჭრობს ჯიხურში. კლიენტი ეკითხება:
_ სიგარეტი თუ გაქვთ ღერებით?
გურული პასუხობს:
_ სიგარეტი ღერებით არა, ძამა, მარა “მაროჟნი” გვაქვს ტლაკვით.
ორი გურული შეხვდა ერთმანეთს:
_ ბიჯო, გუშინ ტუალეტი გამიტეხეს.
_ რა წეიღეს, ძამა?
გურულმა კვიჭიჭე მსხალი წაიღო თბილისში გასაყიდად.
მივიდა კლიენტი. გასინჯა მსხალი და არ მოეწონა:
_ ამას სოფელში ღორიც არ ჭამს, შე კაცო და აქ რამ ჩამოგატანინა?
_ ღორმა რომ არ ჭამა, იმიზა ჩამევიტანე, ძამა, აქანე! _ უპასუხა გურულმა
სვანი, კახელი, გურული და ერთი ესპანელი მატარებელში სხედან.
გურული გახედავს ესპანელს და ეტყვის:
_ ჩაი, ძამა, მატარებლიდან, ვერ ხედავ, რაფერ ანეკდოტს აფუჭებ?
გურული ქალი დასტირის ქმარს: _ მმიხვალ, ხოომ? მტიებ, ხოომ, მალაადეც შენ!!!
გურული _ ცოლს: _ ქალო, ერთი წამი მაინც გაჩუმდი, გევიგო, დეიქოქა თუ არა მანქანა!
გურული რესტორანში:
_ ოფიციანტკა, მოი, ერთი, აქანა.
_ რა გნებავთ, ბატონო?
_ აი, ლიმონათი ნამეტანი მღვრიეა, რაშია საქმე?
_ ლიმონათი ძაან კაია, ჭიქაა პაწა გოურეცხავი.
გურული შვილს ეუბნება:
_ რაა, შვილო ორი ორიანი რომ გიწერია დღიურში?
_ დანარჩენი გაგვიცდა…
გურული ქუთაისში მოედანზე გაკრულ ზვიადაურის სურათს უყურებს, სურათზე რეკლამაა: “ჩემპიონები სვამენ ცივ ჩაის”.
_ მეიკალი ახლა აი თავი ჩემპიონობიზა! _ ჩაიბურტყუნა გურულმა, _ ჩაისაც რო არ გაგიცხელებენ, აია დაფასება?!
5 შვილის მამას ეკითხება ახალგაზრდა ჟურნალისტი:
_ რას ფიქრობთ სექსზე?
_ თეორიიზა მცალია ახლა მე?!
სიდედრი ეუბნება სიძეს:
_ ახალგაზრდობაში მახინჯი ვიყავი, საშინელი ხასიათი მქონდა და ყველას ნერვებს ვუშლიდი.
_ წლებმა ვერაფერი დაგაკლოთ, დედი! _ უთხრა კომპლიმენტი გურულმა სიძემ.