ბალავაძე ამ წუთებში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის გამგებლებს ხვდება.
გამგებლების თქმით, რაიონებში ხვნა-თესვის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.
“ძალიან არ მომეწონა სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რაიონებში ხვნა-თესვას გამგებლები აფერხებენ. ეს ნამდვილად არ არის ასე, რადგან სამინისტროსთან შედარებით, გამგებლებს არა აქვთ ბერკეტები, რომ ხვნა-თესვის პროცესი დააჩქარონ,” _ განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეხვედრისას.