აქცია ძალადობის წინააღმდეგ იქნება მიმართული და საღამოს 19:00 საათზე ცენტრალურ პარკში გაიმართება.
“ვიკრიბებით ყველანი, ვისთვისაც ადამიანი მთავარ ღირებულებას წარმოადგენს! ერთად ვუთხრათ არა დისკრიმინაციას, ძალადობას და უსამართლობას. ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე!!!
თუ გმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს, გამოხატვის თავისუფლების დარღვევას, ადამიანთა გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაციას, თუ თვლით, რომ ქუთაისის საზოგადოებამ მისი პოზიცია მშვიდობიანად უნდა დააფიქსიროს ამ საკითხის მიმართ, შემოგვიერთდით!!!” _ ასე მიმართავენ აქციის ორგანიზატორები ქუთაისელ მოსახლეობას.