(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ შაბათს, ქალაქ ბათუმში კარატე-დოში აჭარის ღია პირველობა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ბათუმის, ქობულეთის, ფოთის, ჩხოროწყუს, ქუთაისის და ლანჩხუთის გუნდები იღებდნენ. ჩვენმა კარატისტებმა ამჯერადაც წარმატებით იასპარეზეს და საერთო ჯამში 7 სხვადასხვა სინჯის მედლის მოპოვება შეძლეს. კარატე-დოს გურიის ფედერაციის პრეზიდენტის, მერაბ თურქიას თქმით, _ ჩვენებურთაგან ტურნირზე 15 სპორტსმენი მონაწილეობდა, რომელთაგან 7 წარმატებით გამოვიდა. პირველადგილოსნები გახდნენ: საბა გოგოძე, დავით წილოსანი, სალომე მითაიშვილი. ვერცხლის მედლები მოიპოვეს: გუგა ივანაშვილმა და ანა პატარაიამ. ხოლო მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდნენ: თამუნა ცეცხლაძე და ნიკა ჩხაიძე. ეს უკანასკნელი, რომ არა მსაჯების არასწორი გადაწყვეტილება, ალბათ, პირველობას არავის დაუთმობდა. ბატონი მერაბის თქმით, ტურნირისთვის ჩვენებურები მასთან ერთად, ხაჩიკ ტონოგონიანმა და ლაშა ბერიძემ მოამზადეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved