სოციალურ ქსელში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მაია ზოიძე წერს:
„1918 წლის თურქეთის წინააღმდეგ დაღუპულ ძმათა სასაფლაო, სოფელ გურიანთასა და სოფ. ოზურგეთში.
დღეს, მე, ჩემმა თანასოფლელებმა და სკოლის მოსწავლეებმა ერთად პატივი მივაგეთ 103 წლის წინ, 1918 წლის 11 აპრილს სოფელ ვაშნართან, ოსმალებსა და ქართველებს შორის ურთიერთშეტაკების შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნას.
როგორც ცნობილია, საბრძოლო ოპერაცია დასრულდა 11 აპრილს. სახალხო გვარდიამ და ცხენოსანმა არტილერიამ ოსმალებს შეუტიეს და დაამარცხეს ვაშნარის ველზე გამართულ ბრძოლაში.“
ისტორიის თანახმად, გურული მოხალისეების ასეულმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის შტაბიდან მიიღო ბრძანება, რომ ოსმალებისათვის შეეტიათ. მაზნიაშვილის შტაბს პოდპოლკოვნიკი კოსტილი ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია ასე ის, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელის მომხარებელმა კონსტანტინე შავიშვილმა გაავრცელა ფოტო სადაც აღწერდა:
სიხარულს და მძაფრ ემოციებს ვერ ვერევით-ჩვენმა ასობით,თანამემამულემ, საქართველოს ყველა კუნჭულში, გაიზიარეს და განსაკუთრებული მუხტით გამოეხმაურნენ, თურქებისაგან, ოზურგეთის განთავისუფლებისათვის დაღუპული ქართველ მეომრების საძმო სასაფლაოს ფოტოს,სისხლმა და ხორცმა იყივლაჩვენს სხეულებში, ჩვენი ბიჭების გმირების გამო!-დიდმა ილიამ თქვა”ნეტა იმ ვაჟკაცსა,ნეტა იმ გმირსა,ის თავის ხ ა ლ ხ შ ი აღარ მოჰკვდება”.