_ საინტერესოა, რა ბედი ელის იმ მოსახლეობას, ვისაც ჯერ ვაუჩერები არ მიუღია და ასეთები ძალიან ბევრია? ტრაქტორების სიმცირის გამო დაუხნავია ძალიან დიდი ტერიტორია. როდის უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? მოსახლეობა საყვედურს გამოთქვამს ამის გამო. მათ ისიც აინტერესებთ, ვინც ვერ გამოიყენა ეს ბარათები, სად უნდა დააბრუნონ? _ კითხულობდა დეპუტატი?
ამ კითხვაზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ზაზა ურუშაძის პასუხი ასეთი იყო:
“ვაუჩერების პრობლემა საერთო საქმეა და ამიტომ ყველა უნდა იყოს საქმის კურსში. თუ ვინმე დააბრუნებს, მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ არავინ არ გაბედოს მისი ხელში ჩაგდება. ასეთი შემთხვევა სადღაც დაფიქსირდა. რაც შეეხება დაუხნავ ფართობებს, დღესდღეობით, დაახლოებით, 3 700 ჰექტარი მიწის ფართობია დახნული. სამწუხაროდ, 32 ერთეული “მექანიზატორის” და 22 ერთეული ჩვენი ტრაქტორები მუშაობენ. “მექანიზატორის” ხელმძღვანელობა დაგვპირდა, რომ კიდევ დაამატებენ ტრაქტორებს.”
_ ბატონო ზაზა, კერძო ტრაქტორები რომ შემოიყვანეთ, ისინი 1000 კვმ. ფართობზე ითხოვენ 7 ლარს და რა გამოდის _ გლეხს, ნახევარი ჰექტრის დახვნა 30 ლარი უჯდება. ეს რაც ძალიან ბევრია, _ აღნიშნა ისევ ლევან ჩხაიძემ.
_ რა თქმა უნდა ეს კერძო ტრაქტორებია, მაგრამ თუ იმაზე მეტს გადაახდევინებენ მოსახლეობას, რაც ეკუთვნით, მოგვიწევს მათთან ხელშეკრულების გაწყვეტა, _ განმარტა ურუშაძემ და გრიგოლეთში გარე განათების არარსებობის შესახებ შეახსენა საკრებულოს: დიდი ხანია, რაც მოსახლეობა ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვს, მაგრამ უარს გვეუბნებიან დაფინანსებაზე. ზღვისპირა კურორტი რომ იყოს, დავაფინანსებდითო. განათებულია ისეთი ადგილები, სადაც დასახლებული პუნქტები არ არის,”_ თქვა ურუშაძემ.
_ ეს მოსახლეობის თხოვნით გაკეთდა, _ ურუშაძეს გამოეპასუხა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად აფხაზავა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, ვინაიდან თავად საკრებულოს თავმჯდომარე იტალიაში ვიზიტის გამო სხდომაზე არ იმყოფებოდა.