ბეჭედი-7ცალი, საყურე-2 წყვილი, ჯვარი-1ცალი, ძეწკვი -1ცალი დეკლარირება მოახდინა. მოგვიანებით, ბარგის, ხელბარგისა და მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა არადეკლარირებული, სავარაუდოდ, ოქროს ნაკეთობები: ბეჭედი – 7 ცალი, საყურე – 6 წყვილი, კულონი – 7 ცალი, ჯვარი – 4 ცალი, ძეწკვი – 3 ცალი აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონელი, თბილისის აეროპორტის ექსპერტიზის განყფილების დასკვნის საფუძველზე, 6726,59 ლარად შეფასდა. შესაბამისად, სომხეთის მოქალაქე ნარა ს. საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილით თანახმად დაჯარიმდა და სანქციის სახით 6726,59 ლარი შეეფარდა.