რომელიც ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 20 წლის იუბილესაც ეძღვნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, წერეთლის უნივერსიტეტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია იმყოფებოდა რეგიონული განვითარების მინისტრის მრჩეველთან იაკობ მესხიასთან ერთად.
ეკა ბესელია კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების მიღებას ეხებოდა
იაკობ მესხიამ კი საქართველოში ჩამოყალიბებული ეკონომიკური მდგომარეობის ფართო ანალიზი გააკეთა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თქმით, მსგავსი სახის კონფერენცია უნივერსიტეტისთვის უპრეცედენტოა.
ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს წელს 80 წელი შეუსრულდა. მსგავსი სახის კონფერენციების ჩატარება კი იუბილესთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში იგეგმება.