ჰარვარდის 104 წლის პროფესორმა ქალმა, რომელიც ახლა პენსიაზეა, საკუთარი ხანდაზმულობის საიდუმლო გაამხილა.
როგორც რუთი კუნდსინი ამბობს, ის პირად მწვრთნელთან ერთად ამ დრომდე ვარჯიშობდა და სწორედ ამაშია მისი ხანდაზმულობის საიდუმლო.
რუთი კუნდსინი 1916 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. მან დაამთავრა ბოსტონის უნივერსიტეტი შემდეგ კი სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტის დოქტურანტურაში განაგრძო. ის ჰარვარდში ერთ-ერთი პირველი პროფესორი ქალი გახდა. ამავდროულად ის იყო პრაქტიკოსი ექიმი ეპიდემიოლოგი.
ქალი პენსიაზე 81 წლისა გავიდა. 93 წლის ასაკში კი სპორტდარბაზში დაიწყო სიარული. მან სპორტდარბაზში სიარული მაშინ მიატოვა, როცა 104 წელი შეუსრულდა. მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ქალი დარბაზში ისევ დაბრუნდება.
[sexy_author_bio]