რომელსაც საზოგადოების ინტერესის და თხოვნის გათვალისწინებით “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩასა და ლერმონტოვის ქუჩებს შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების საგანგებო რეკონსტრუქციას იწყებს, რის შედეგადაც 256 ბინის მშენებლობა მოხდება, პროექტის დასრულების შედეგად ასობით იძულებით გადაადგილებულ პირს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 8-კორპუსიანი (ოთხ და ხუთსართულიანი) საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. საერთო ჯამში, პროექტით 256 ბინის მშენებლობაა გათვალისწინებული, აქედან 24 _ 1-ოთახიანი ბინის, რომლის საშუალო ფართობიც 35 კვ.მ-ია, 112 _ 2-ოთახიანი ბინის, რომლის ფართიც საშუალოდ 40-51კვ.მ-ია და 120 _ 3-ოთახიანი ბინის, რომლის ფართობიც 65 კვ.მ-ია.
პროექტი, აგრეთვე, ითვალისწინებს ტერიტორიის კეთილმოწყობას და საინჟინრო კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია, ვენტილაცია, ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება) მშენებლობას. საცხოვრებელ უბანში გათვალისწინებულია გამწვანებული ბაღის, საბავშვო მოედნისა და სპორტული მოედნის მოწყობაც. მთელ ტერიტორიაზე მოხდება განათების სისტემის დამონტაჟება, ასევე იგეგმება ტერიტორიის გამწვანება, სპორტულ მოედანზე დაიგება ხელოვნური საფარი. ყველა სახლს ექნება ღია ავტოსადგომი, ძირითადი გზების ავტოსადგომზე დაიგება ასფალტობეტონის საფარი.
სამუშაოების საერთო ღირებულება 10 მლნ. 339 ათასი ლარია. სამუშაოებს განახორციელებს ქართული კომპანია შპს “დაგი”. აღნიშნული პროექტით საქართველოს ათეულობით მოქალაქე დასაქმდება.
უახლოეს დღეებში შპს “დაგი” ადგილზე მობილიზაციის სამუშაოებს დაიწყებს”.