შვიდის ნახევრისთვის დედაენის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ესკორტი გაჩერდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დაბურულმინებიან ავტომობილში შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იჯდა. აქციაზე მყოფი შსს-ს მაღალჩინოსნები ამ მანქანასთან ხშირად მიდიოდნენ…
ესკორტმა დედაენის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ორივე აქციის დასრულების შემდეგ დატოვა. მანამდე კი დაბურულმინებიან ავტომობილს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი მიუახლოვდა, რომელიც 5-10 წუთის განმავლობაში, აი, ასე (იხილეთ ფოტო) ესაუბრებოდა შიგნით მყოფ ასევე მაღალჩინოსანს… აქვე იმყოფებოდა შსს-ს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი.