თავდაპირველად გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ურუშაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიგინეიშვილმა საქართველოს მთავრობის პირველი მეთაურის ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
კულტურისა და დასვენების პარკში თვითნასწავლი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა დილით გაიხსნა, ლანჩხუთის ცენტრში კი “აჯანყებული გურულის” ძეგლი საზეიმოდ, ანსამბლ “ხელხვავის” მიერ შესრულებული მრავალჟამიერის ფონზე გახსნეს. ძეგლის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ძეგლის გახსნის შემდეგ ლანჩხუთის კულტურის სახლში არაჩვეულებრივი კონცერტი გაიმართა, საღამო კი ფეიერვერკით დასრულდა.